ატენის სიონი

დასაბუთებული სამეცნიერო მოსაზრების თანახმად სოფელი (ადრე ქალაქი) ატენი საქართველოს იერუსალიმის - ქალაქ მცხეთის იკონოგრაფიულ ასლს წარმოადგენდა. ამიტომაც აქ მე-5 საუკუნეში, კლდის კონცხზე აგებული ბაზილიკური ტაძრის ადგილას აიგო მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, მახლობლად დღემდე შემონახული „სვეტიცხოვლის“ ტაძრითა თუ წმ. ნინოს სახელობის ადრეული ეკლესიით (ეგებ მცხეთის სამთავროს ანალოგია).
ატენის სიონის ტაძარი შემკულია მე-11 საუკუნის უნიკალური ფრესკებით, ფასადებზე კი მრავალრიცხოვანი, დიდი ისტორიული მნიშვნელობის წარწერებია.
საგულისხმოა, რომ მის ფასადებზე შემნახულია ქართუ ხელოვნებაში ერთ-ერთი ადრეული ვაზისა და ყურძნის გამოსახულებები მე-7, მე-10 საუკუნეებისა, დასტური იმისა, რომ ეს ოდითგანვე ვაზისა და ყურძნის მხარე იყო.
/font>
Copyright 2015 atenurii.ge

designed by Hech