Copyright 2015 atenurii.ge

designed by Hech
ღვინო ატენური

ღვინო ატენური საქართველოში უძველესი დროიდან გამორჩეული და დაფასებული იყო. შუა საუკუნეების წყაროებში მას მოიხსენიებენ, როგორც „ღვინო მეფეთა“, „ღვინო-უმჯობეს ყოველთა ღვინოთა“, ასევე, „ატენური წარჩინებული“, იგი თავის უნიკალურ თვისებებს აქაური მიკროკლიმატის საშუალებით იძენს, გამორჩეული იყო მისი დაყენების წესი - „საცივის მარნებში“ - სადაც მიწისქვეშა ჰაერი ზაფხულში ბუნებრივად აგრილებდა, ზამთარში კი სტაბილურ ტემპერატურას სძენდა ქვევრებს. ცნობილია მდინარის ყინულით ქვევრის „დაწმენდის“ აქაური წესიც.
ატენში ცნობილი იყო ჩინებული, ბუდეშური, ატენის საფერავი, სამივე მაღალხარისხოვანი ღვინო. სწორედ ეს ჯიშებია გაშენებული „ნიკა ვაჩეიშვილის მარნის“ ვენახებში...